დღეს შაბათია და კოლეჯის დირექციამ საჩუქარი გაგვიკეთა-ექსკურსია
კემბრიჯში.ხვალ კი ოქსფორდში გავემგზავრებით.საოცარი რამ ვიხილე კემბრიჯში.უძველესი
შენობები,რომელშიც 30-მდე უნივერსიტეტია განთავსებული.დავათვალიერეთ ზოგიერთი მათგანი,რომლებშიც
მოვახერხეთ შესვლა.ბევრგან კი,მკაცრი გარეგნობის
მოხუცი კარისკაცები არ გვაძლევდნენ შესვლის საშუალებას...შემთხვევით აღმოვჩნდით
კემბრიჯის ფიცვილიამის მუზეუმში და მუმიები ვნახეთ.საოცარი შთაბეჭდილებები წამოვიღე
ამ პატარა ქალაქიდან.არასოდეს ასე მძაფრად არ შემიგრძვნია გასული საუკუნეების ხიბლი.
Комментариев нет:
Отправить комментарий