დღეს დატვირთული დღე გვქონდა.დილიდან გაკვეთილი კოლეჯში,შემდეგ
კი სერტიფიკატების გადმოცემის საზეიმო ცერემონია,სამახსოვრო ფოტოთი და NCN კოლეჯის
კულინარიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული გემრიელი სადილით დამთავრებული.ბევრი
ვიხალისეთ და დავაგემოვნეთ საკმაოდ გემრიელი კერძები,თავისი დესერტით,მაგრამ მაინც
ქართული საჭმელი მენატრება,მაგალითად,ღომი და ხარჩოL((
საღამოს დავტოვეთ ნოთინგემი და ჩვენმა ავტობუსმა გეზი
ლონდონისკენ აიღო.რაღაცნაირად გული დამწყდა,რომ დავემშვიდობეთ ამ პატარა ქალაქს.
ლონდონში ვართ.სასტუმროს ასეთი პაწაწინა ოთახი არსად მინახავსL(
Комментариев нет:
Отправить комментарий