დილიდან ქალაქს ვათვალიერებთ.აღმოჩნდა,რომ ქალაქის ცენტრში
ვცხოვრობთ და ფეხით შეიძლება მოიარო ქუჩები.თითქოს პატარა ქალაქია,2სართულიანი აგურის
ძველი შენობებით,მაგრამ ძალიან ლამაზია აქაურობა,განსაკუთრებით საახალწლოდ მორთული.დღეს
რამდენიმე კათოლიკური ტაძარიც დავათვალიერეთ,ულამაზესი ვიტრაჟებით.საღამოს ბოულინგი
ვითამაშეთ კლუბში და ბევრიც ვიხალისეთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий